აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
დნიპროპეტროვსკის ოლქი (უკრაინა) – 2014 წლის 19 მაისი
მთავრობის აპარატი
დნიპროპეტროვსკის ოლქი (უკრაინა) – 2014 წლის 19 მაისი
დნიპროპეტროვსკის ოლქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო რეგიონია.
მოსახლეობა - 3 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი დნიპრო.
2014 წლის 19 მაისს ქალაქ ბათუმში ხელმოწერილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და დნიპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს (უკრაინა) შორის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმება ხელს უწყობს თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
- ენერგოეფექტურობა და კლიმატის შენარჩუნება;
- კულტურა და ხელოვნება;
- საინფორმაციო ტექნოლოგიები და ელექტრონული მმართველობა;
- მცირე და საშუალო სამეწარმეო საქმიანობა;
- სოფლის მეურნეობა;
- ტურიზმი.