აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
ალექსანდრიის რეგიონი (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) - 2012 წლის 12 მაისი
მთავრობის აპარატი
ალექსანდრიის რეგიონი (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) - 2012 წლის 12 მაისი
ალექსანდრიის რეგიონი მდებარეობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ნილოსის დელტაში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან და წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო და სამრეწველო რეგიონს ქვეყანაში.
მოსახლეობა - 5.5 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - ალექსანდრია.
2012 წლის 12 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ალექსანდრიის რეგიონს (ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა) შორის ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობაზე.
თანამშრომლობა გათვალისწინებულია შემდეგ სფეროებში:
- ეკონომიკა, ბიზნეს საქმიანობების მხარდაჭერა;
- ტურიზმი;
- განათლება, კულტურა და სპორტი;
- გარემოს დაცვა;
- სოფლის მეურნეობა.