აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილმა წაბლანისა და ვაშლოვანის ტრაგედიების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სულხან თამაზაშვილმა წაბლანისა და ვაშლოვანის ტრაგედიების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანასა და ვაშლოვანში მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები ყვავილებით შეამკო.
წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილ მეწყერს 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვაშლოვანში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1998 წლის 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მემორიალები ყვავილებით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.