საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა
image

ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კიმ ჰიონ დუს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა თანმიმდევრულად ვითარდება და დღეს უკვე ისეთ  მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა ტურიზმი, ეკონომიკა, განათლება და ინვესტიციები.