აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი
.webp)
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს დაესწრო
სულხან თამაზაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს დაესწრო.
წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის.