მთავრობის აპარატი
.webp)
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ბათუმში ახლად რეაბილიტირებული №4 და №5 საჯარო სკოლები დაათვალიერა.
მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის სრულად განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს, წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს და სკოლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.
სრულად განახლდა სკოლების ინფრასტრუქტურა; მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. ასევე შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. ორივე სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.