მთავრობის აპარატი

.webp)
ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 მარტი
ოდესის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო მხარეს. ის მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო, სამრეწველო და საპორტო რეგიონს წარმოადგენს.
მოსახლეობის - 2,351,392.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ოდესა.
2005 წლის 25 მარტს ქალაქ კიევში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა, სამრეწველო საქმიანობა, ტრანსპორტი;Ø ტურიზმი;Ø სოფლის მეურნეობა;Ø განათლება, კულტურა და სპორტი;Ø ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
Ø ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
აჭარა-ოდესის ურთიერთობების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე საკანონმდებლო, მუნიციპალურ და უწყებათა დონეზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობა.