საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Government Administration

image

en_ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 მარტი

Government Administration
en_ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 მარტი

ოდესის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო მხარეს. ის მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო, სამრეწველო და საპორტო რეგიონს წარმოადგენს.

მოსახლეობის - 2,351,392.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ოდესა.

2005 წლის 25 მარტს ქალაქ კიევში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.

 

2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.

 

შეთანხმების თანახმად მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:

Ø  ეკონომიკა, სამრეწველო საქმიანობატრანსპორტი;
Ø  ტურიზმი;
Ø  სოფლის მეურნეობა;
Ø  განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø  ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
Ø  ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

 

 

აჭარა-ოდესის ურთიერთობების ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე საკანონმდებლო, მუნიციპალურ და უწყებათა დონეზე ჩამოყალიბებული თანამშრომლობა.