საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილმა მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა
image

სულხან თამაზაშვილმა მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში შესრულდა.
 
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრავი დღესასწაულია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება.
 
სადღესასწაულო ლოცვას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარისა მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.