საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა
image

ბათუმში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტირებული მონაკვეთი სატრანსპორტო მოძრაობისთვის გაიხსნა

ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. რუსთაველის ქუჩა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მურვანიძესთან ერთად გახსნა.

რუსთაველის ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ქვაფენილი ასფალტის საფარით შეიცვალა, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს, ბორდიურებსა და გარეგანათების სისტემას.

პროექტის მეორე ეტაპზე  განხორციელდება გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში, რომელიც ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება.