საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყაზახეთის ელჩს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყაზახეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მალიკ მურზალინს შეხვდა.

შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა ელჩს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული გარემო გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. თანამშრომლობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საზღვაო პორტის გენერალური დირექტორი  ულან ტლეუგალი ესწრებოდნენ.