საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
logo
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ბანუ თერზიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროებში არსებულ აქტივობებს.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობის გაღმავებაზე.