საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა
image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, სამედიცინო სერვისების ხარისხის ამაღლებისა და რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების აუცილებლობას.

სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების მხარდაჭერისთვის და გამოხატა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის, რაც რეგიონში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.