აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი

.webp)
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მერიებსა და საკრებულოებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მერიებსა და საკრებულოებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მერიებსა და საკრებულოებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა.
შეხვედრების ფარგლებში, სულხან თამაზაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს პირადად გააცნო ხედვა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესახებ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტულ სეზონზე და აღნიშნა, რომ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონისთვის მზადება. საუბარი შეეხო როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ისე სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე.