საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს შეხვდა
image

სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი უზბეკეთის სპორტის მინისტრს, ადჰამ იკრამოვს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს სპორტის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.
 
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონს გამორჩეული სპორტული ტრადიციები და ბუნებრივი პირობები ახასიათებს. რეგიონში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, მხარდაჭერილია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტსმენების პროფესიული ზრდა.
 
ბათუმი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს უზბეკურ ტრადიციულ სპორტის სახეობაში – კურაშში, რომელიც სპორტის ერთ-ერთი უძველესი მიმართულებაა. ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში აჭარაში პირველად ტარდება.
 
შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.