Government Administration

.webp)
en_ლორეს ოლქი (სომხეთის რესპუბლიკა) – 2013 წლის 9 სექტემბერი
ლორეს ოლქი მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს ქვეყანაში.
მოსახლეობა - 222,805.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვანაძორი.
2013 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ლორეს ოლქის (სომხეთის რესპუბლიკა) ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
Ø მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ტრანსპორტი;
Ø ტურიზმი და სპორტი;
Ø განათლება და მეცნიერება;
Ø კულტურა და ხელოვნება;
Ø ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხები;
Øადგილობრივი თვითმმართველობა.
რეგიონული თანამშრომლობის პარალელურად, ჩამოყალიბდა პარტნიორული ურთიერთობები მუნიციპალურ დონეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ლორეს თვითვმართველ ერთეულებს შორის.