საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
Government of Autonomous Republic of Ajara

Government Administration

image

en_ნიკოლაევის ოლქი (უკრაინა) – 2015 წლის 17 სექტემბერი

Government Administration
en_ნიკოლაევის ოლქი (უკრაინა) – 2015 წლის 17 სექტემბერი

ნიკოლაევის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში.

მოსახლეობა - 1,091,821.

 

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნიკოლაევი. 

2015 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის გაფორმდა შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისათვის.

 

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითვალისწინებენ თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:

Ø  ეკონომიკა;

Ø  სოფლის მეურნეობა;

Ø  განათლება, მეცნიერება და ტექნიკა;

Ø  კულტურა და ხელოვნება;

Ø  ჯანმრთელობის დაცვა;

Ø  გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება.

 

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნიკოლაევის ოლქს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების ნათელი მაგალითია ასევე, მუნიციპალურ და უწყებათა დონეებზე აქტიური თანამშრომლობა, დარგობრივი ერთობლივი პროექტების განხორციელება.