საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image
მთავრობის აპარატი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა
siakhle12

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. 
 
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბოლო წლებში პოზიტიურად შეიცვალა როგორც სამინისტროების დაფინანსება, ასევე, მთელი რიგი პროგრამები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული. 
 
შეხვედრაზე მომავალი წლების პრიორიტეტების გეგმისა და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს, ასევე განიხილეს სამინისტროების გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. 
 
სამუშაო შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის მთავრობის და სამინისტროების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.