საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image

ძიანგსის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) - 2016 წლის 24 ივნისი

მთავრობის აპარატი
ძიანგსის პროვინცია (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) - 2016 წლის 24 ივნისი

ძიანგსის პოროვინცია მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით.

მოსახლეობა - 45,188,635.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნენჩანგი.

2016 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ძიანგსის პროვინციას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის განზრახვის წერილს დამეგობრების შესახებ.

 

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მხარეები განავითარებენ რეგიონთა შორის თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით:

  • საერთო ინტერესებსა და სარგებელზე დაყრდნობით, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა;
  • ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, რეგულარული კონტაქტების შენარჩუნება, მოლაპარაკებების გამართვა.

 

მხარეთა შორის ზემოთხსენებულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესის უშუალო დასტურს წარმოადგენს 2016 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.