მთავრობის აპარატი

.webp)
სილეზიის სავოევოდო (პოლონეთის რესპუბლიკა) - 2011 წლის 17 ივნისი
სილეზიის სავოევოდო ისტორიული რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკაში.
მოსახლეობა - 4,676,983.
ადმინისტრაციული ცენტრი - კატოვიცე.
2011 წლის 17 ივნისს ქალაქ კატოვიცეში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და სილეზიის სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ.
შეთანხმების თანახმად გათვალისწინებულია შემდეგ სფეროებში თანამშრომლობა:
Ø ვაჭრობა და ეკონომიკა;Ø განათლება, კულტურა და ხელოვნება;Ø ჯანდაცვა და სამედიცინო მეცნიერება;Ø ტურიზმი;Ø სასოფლო ტერიტორიების განვითარება.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის სავოევოდოს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. დამეგობრებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების ფორმატებში თანამშრომლობენ ასევე, საკანონმდებლო, საგანმანათლებლო და მუნიციპალური უწყებები.
აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული არაერთი პროექტის წარმატება სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა მიმართულებით.