აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი

.webp)
რეგენის ოლქი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) – 2013 წლის 30 აპრილი
მთავრობის აპარატი
რეგენის ოლქი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) – 2013 წლის 30 აპრილი
რეგენის ოლქი, ბავარიის ფედერალური მიწის ოლქი, მდებარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ოლქს ქვეყნის მასშტაბით.
მოსახლეობა - 77,959.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი რეგენი.
2013 წლის 30 აპრილს ქალაქ რეგენში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ბავარიის რეგიონის ოლქ რეგენს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული მემორანდუმის თანამად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ სფეროებში თანამშრომლობაზე:
Ø ტურიზმი;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø რეგიონული მენეჯმენტი;
Ø განათლება.