მთავრობის აპარატი

.webp)
პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR) - 2020 წლიდან
2020 წლის 11 ივნისიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრია, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებასა და თანამშრომლობის პროექტებში.
პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ეროვნულ მთავრობებში კონტაქტების ფართო ქსელის მეშვეობით, დაარსების დღიდან (1973), CPMR მიზნად ისახავს მისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ისე, რომ მისი წევრი რეგიონების საჭიროებები და ინტერესები გათვალისწინებულ იქნეს ორგანიზაციის პოლიტიკაში.
გაერთიანების სამოქმედო არეალი ძირითადად მოიცავს სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვაო პოლიტიკისა და ლურჯი ეკონონომიკის ზრდის საკითხებსა და მათზე ხელმისაწვდომობას. ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილებები, სამეზობლო პოლიტიკა და განვითარება, ასევე წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროებს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს და 2022 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე იქნა არჩეული.
CPMR-ის ფარგლებში მოქმედებს ექვსი გეოგრაფიული კომისია: ატლანტიკური თაღის, ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთ ზღვის, ხმელთაშუაზღვის, ბალკანეთისა და შავი ზღვის, ასევე კუნძულების.
შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიები შეიქმნა 2002 და 2003 წლებში. 2004 წელს კი, ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით, ორივე გეოგრაფიული კომისია გაერთიანდა.
კომისიის მიზანია დაეხმაროს ევროკომისიასა და რვა დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოს რეგიონული ხელისუფლების პრიორიტეტების გათვალისწინებაში ოთხი ძირითადი მიმართულებით: საზღვაო საკითხები, ტრანსპორტი, გარემო და ტურიზმი.
ოფიციალური ვებ-გვერდი: www.cpmr.org