მთავრობის აპარატი

.webp)
ნიკოლაევის ოლქი (უკრაინა) – 2015 წლის 17 სექტემბერი
ნიკოლაევის ოლქი მდებარეობს უკრაინის სამხრეთ ნაწილში.
მოსახლეობა - 1,091,821.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნიკოლაევი.
2015 წლის 17 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ნიკოლაევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის გაფორმდა შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისათვის.
აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მხარეები ითვალისწინებენ თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø განათლება, მეცნიერება და ტექნიკა;
Ø კულტურა და ხელოვნება;
Ø ჯანმრთელობის დაცვა;
Ø გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების გამოყენება.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნიკოლაევის ოლქს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების ნათელი მაგალითია ასევე, მუნიციპალურ და უწყებათა დონეებზე აქტიური თანამშრომლობა, დარგობრივი ერთობლივი პროექტების განხორციელება.