მთავრობის აპარატი

.webp)
მანგისტაუს ოლქი (ყაზახეთის რესპუბლიკა) – 2017 წლის 1 მარტი
მანგისტაუს ოლქი მდებარეობს ყაზახეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მანგისტაუ საპორტო და სამრეწველო რეგიონია, სადაც ყაზახეთის ნავთობის 25% მოიპოვება.
მოსახლეობა - 745,909.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი აქტაუ.
2005 წლის 03 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2017 წლის 1 მარტს გაფორმდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
Ø ვაჭრობა და ეკონომიკა;
Ø ჯანდაცვა;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø ტურიზმი;
Ø ტრანსპორტი;
Ø სოფლის მეურნეობა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას გაფორმებული აქვს მანგისტაუს ქ. აქტაუს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობის მემორანდუმი.