მთავრობის აპარატი

.webp)
მალოპოლსკას სავოევოდო (პოლონეთის რესპუბლიკა) – 2016 წლის 19 აგვისტო
მალოპოლსკას სავოევოდო მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში.
მოსახლეობა - 3.4 მილიონი.
ადმინისტრაციული ცენტრი - კრაკოვი.
2016 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ბათუმში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც გამოხატავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და მალოპოლსკას სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განზრახვას.
აღნიშნული შეთანხმება გამოხატავს მხარეების მზადყოფნას რეგიონთაშორისი თანამშრომლობისათვის შესახებ შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა და ბიზნესი;
Ø ტურიზმი;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მალოპოლსკას სავოევოდოს შორის თანამშრომლობას 2014 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. მალოპოლსკას სავოევოდოს მარშალის ოფისის ინიციატივითა და მხარდაჭრით განხორციელდა აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური პროგნოზირების ობსერვატორიის შექმნის პროექტი. აღნიშნული პროექტში მოიცავდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს რეგიონულ ჭრილში, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტების ზრდაში.