აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატი

.webp)
კორკის საგრაფო (ირლანდია) – 2016 წლის 21 ივნისი
მთავრობის აპარატი
კორკის საგრაფო (ირლანდია) – 2016 წლის 21 ივნისი
კორკის საგრაფო მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შედის მანსტერის პროვინციაში.
მოსახლეობა - 360,152.
ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი კორკი.
2016 წლის 21 ივნისს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და კორკის საგრაფოს (ირლანდია) შორის გაფორმდა შეთანხმება დამეგობრების შესახებ.
შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვა;
Ø ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
Ø კულტურათაშორისი ცნობიერების ამაღლება;
Ø ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდა.