მთავრობის აპარატი

.webp)
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE) – 2012 წლიდან
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი (IRE) 2004 წელს ქალაქ ზალცბურგში დაარსდა, როგორც ეკონომიკური და სამეცნიერო დაწესებულება. ამჟამად ინსტიტუტი აერთიანებს ევროპის 23 სახელმწიფოს 150-ზე მეტ რეგიონს, ქალაქსა თუ დაწესებულებას.
აღნიშნულ ორგანიზაციაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 2012 წელს გაწევრიანდა. 2023 წელს კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გახდა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წევრი.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, ინსტიტუტი სთავაზობს ყველა დაინტერესებულ რეგიონსა თუ ქალაქს რეგიონულ-პოლიტიკურ თემატიკაზე გამართულ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღებას, სადაც განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ევროპის რეგიონების, ქალაქების განვითარების სამომავლო სტრატეგიები, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები. ინსტიტუტი ასევე აწყობს ყრილობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, რეგიონალიზმი და გლობალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, ტურიზმი, ჯანდაცვა, ახლაგაზრდობა და სხვა.
ოფიციალური ვებ-გვერდი: http://www.institut-ire.eu/de/