საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის აპარატი

image

ბრანდენბურგის ფედერალური მიწა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - 2013 წლის 6 ივნისი

მთავრობის აპარატი
ბრანდენბურგის ფედერალური მიწა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) - 2013 წლის 6 ივნისი

ბრანდენბურგი ფედერალური მიწა მდებარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

მოსახლეობა - 2.6 მილიონი.

ადმინისტრაციული ცენტრი - პოტსდამი.

2013 წლის 6 ივნისს ქ. პოტსდამში ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ბრანდენბურგის ფედერალური მიწის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს (საქართველო) შორის.

მემორანდუმი, მხარეებს შორის თანამშრომლობასთან ერთად, საპარლამენტო, რეგიონული და ფედერალური მმართველობის გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ფარგლებში აღსანიშნავია ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, ბოლო პერიოდში გააქტიურებული, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლა.